Saturday, May 14, 2016

            ტრენინგის მე-4 დღე
დღევანდელი ტრენინგი უფრო საინტერესო იყო,რადგან ვიმუშავეთ მომავლის კლასში ,ეს იყო ჩვენი ტრენერის დამსახურება შეგვიქმნა კარგი სამუშაო გარემო.
გავაკეთეთ მოსწავლის ჩეკლისტი
განვიხილეთ მოსწ.სავარაუდო პრეზენტაციის ნიმუში
დავიწყეთ მუშაობა საკუთარი მოსწავლის სავარაუდო პრეზენტაციის გეგმის ნიმუშზე powerpoint-ში.

Monday, May 9, 2016

ტრენინგის მე -3 დღე

დავიწყეთ იმით ,რომ განვიხილეთ ჩვენი სასწავლო პროექტის სტანდარტები
დავწერეთ და განვიხილეთ სასწავლო მიზნები
ვისწავლეთ დოკუმენტის ატვირთვა ღრუბლებში
ვისწავლეთ ცხელი კლავიშების გამოყენება

Sunday, July 22, 2012

სასწავლო პროექტი


  ს ა ს წ ა ვ ლ ო      პ რ ო ე ქ ტ ი
1.პროექტის სახელწოდება:  <ჩვენი სკოლის ეზო >
2.პროექტის მთავარი იდეა: მოსწავლეებმა შექმნან და განახორციელონ სკოლის ეზოს გამწვანება,სტადიონის მოპირკეთება-გალამაზება.
3.პროექტის აქტუალობა: სკოლის ეზოს არ აქვს გამწვანება,სტადიონი,სავარჯიშო მოწყობილობები;სადაც დასვენებებზე ან ფიზკულტურის გაკვეთილის დროს პატარებმა შეძლონ თამაში.სკოლის ეზო არის ქვიანი,ამიტომ ამ პროექტს მოყვება ძალიან დიდი დაინტერესება როგორც ბავშვებისგან ასევე მათი მშობლებისგანაც.
4.პროექტის მიზანი:
პროექტის მიზანია მოსწავლეების,მშობლების და სხვა დაინტერესებული პირების ინფორმირება ამ პრობლემის გადაჭრასთან დაკავშირებით.
.შეძლებენ თავიანთი მიზნის განხორციელებას.
.შეძლებენ აზრის თავისუფლად გადმოცემას,ისწავლიან ურთიერთთანამშრომლობას.
.წარმოაჩენენ თავიანთ შემოქმედებით შესაძლებლობას.
5.მოსწავლეთა ასაკი:
პროექტში მონაწილეობას მიიღებენ 15-17წლის მოსწავლეები,რომლებსაც შეუძლიათ დამოუკიდებლად მუშაობა.
6.ვადები და ხანგრძლივობა:
პროექტი იქნება უვადო,რადგან ეს პროცესი საჭიროებს ყოველთვის მცენარეების მოვლას,დასუფთავებას და სიახლეების შეტანას.
7.მოსალოდნელი შედეგები:
მოსწავლეებს გამოუმუშავდებათ პასუხისმგებლობის უნარი,მცენარეებზე ზრუნვის და მათი მოვლის ინტერესი,სკოლის გალამაზების ახალ-ახალი იდეები,რაც გამოადგებათ შემდეგი განვითარებისთვის.
8როექტისთვის საჭირო ძირითადი რესურსები.პ:
მთავარ რესურსს წარმოადგენენ მოსწავლეები,რათა მათ განახორციელონ ეს პროექტი.სხვა მასალა:ნერგები,სავარჯიშო მოწყობილობები,ხელოვნური საფარი ან ბუნებრივი ბალახის ფილები,ძელსკამები.
9.პროექტის მსვლელობა.
უფროსკლასელების ჯგუფს შევქმნი იმისათვის,რომ დაიწყონ პროექტის განხორციელება.ეს ჯგუფი მუდმივად ითანამშრომლებს დაინტერესებულ პირებთან რომლებიც გაუწევენ დახმარებას სხვადასხვა მასალების შეძენაში,გარკვეულ თანხას გამოვყობთ სკოლის ბიუჯეტიდან.ამ პროექტში აუცილებლად ჩავრთავ მშობლებსაც რომლებიც გამოთქვამენ დახმარების სურვილს.
11.პროექტის ხელმძღვანელი:ქეთევან პაპავა.
12.ელ-ფოსტა:qetevanipapava@gmail.com